ჩეხეთი საარტილერიო დანადგარების საბრძოლო მასალებს გაგზავნის უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში ჩეხეთის მთავრობა დაამტკიცებს.
როგორც თავის ტვიტერში წერს ჩეხური ტელეკომპანია, „სეზნამის“ ჟურნალისტი, იან რიხტერი, რომელსაც აღნიშნული ცნობა ჩეხეთის სამხედრო უწყების პრესმდივანმა დაუდასტურა.
„რუსეთთან დაძაბული ვითარების ფონზე ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო ჭურვებით დაუჭერს მხარს. არმიის გენშტაბის, თავდაცვის და საგარეო სამინისტროების წინადადებას ჩეხეთის მთავრობა მომდევნო კვირაში განიხილავს“, - წერს ტვიტერში რიხტერი.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.
უკრაინული მედიის თანახმად, საუბარია გერმანიის არმიის შეიარაღებაში არსებულ შვედურ კონცერნ SAAB-ის მიერ გამოშვებული მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ზე. ამ ყუმბასატყორცნის მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს ამერიკული „ჯაველინისას“, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ისგან ბოლოს შარშან შემოდგომაზე მიიღეს.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება