გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ექვსი ადამიანი დაშავდა

გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შრუბის ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.