საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა პრეზიდენტს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები:

თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თავმჯდომარე).

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

პრეზიდენტს მაქსიმუმ 7 დღე აქვს იმისთვის, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.