მათი მთავარი ინტერესი შემოსავალი არ არის. ეს არ არის კომერციული პროექტი, ეს პოლიტიკური პროექტია“, - აცხადებს ილია ზასლავსკი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე და თვლის, რომ რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგისა და ნებისმიერი სამომავლო სცენარის შემთხვევაში, უკრაინას დასჭირდება დასავლეთის დახმარება ენერგეტიკის სისტემის გამართვისთვის.
„მსოფლიოს თავდაყირა“-ს ამ ჩანაწერში სტუმრები არიან: ილია ზასლავსკი, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის” აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების ოფიცერი და დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე.