საქართველოს გენერალური პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ ჯგუფური თაღლითობის განაჩანს.
12 იანვარის გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა პროკურატურის სამართლებრივ კვალიფიკაციას და ბრალდებულები ჯგუფური თაღლითობის მუხლით მიიჩნია დამნაშავედ. სასამართლომ სამივე ბრალდებული გაათავისუფლა სასჯელის 7-წლიანი მოხდისგან, „სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“.
ამასთან, პროკურატურის მტკიცებით, სასამართლომ „სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები“.
პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძემ, წერეთლის დახმარებით, გაათეთრეს 16,7 მილიონი აშშ დოლარი.
ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ და ასევე აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.