ხორავას ქუჩაზე, 2017 წელს, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის განაჩენის კომენტირებისას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის და მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქმეს არ თვლიან დასრულებულად, სანამ არ გამოიკვეთება საგამოძიებო ორგანოების ის თანამშრომლები, რომლებიც საქმე გაყალბების გზით აქამდე მიიყვანეს.
„ვინაიდან, ამ პირებს დღესაც ავალიათ არაერთი ახალგაზრდის მომავალი და ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ თუ ეს საქმე ამ მიმართულებით წაიყვანეს და ასეთ გაყალბებასთან გვქონდა საქმე, რომ სხვა საქმეებში სუფთა ხელებით მუშაობენ“, - უთხრა ნესტან ლონდარიძემ რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება გიორგი მენაბდის განაჩენს, მას 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ნესტან ლონდარიძის თქმით, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თავიდანვე ამბობდა, რომ ის ნაკლებად ინტერესდებოდა წლებით „მისთვის მთავარი იყო საქმეში მონაწილე დამნაშავე პირები გამოკვეთილიყვნენ, ცოტა ხნის წინ მან უაღრესად ადამიანური ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა, რომ მან აპატია მისი შვილის მკვლელებს".
ლონდარიძის სიტყვებით, ზაზა სარალიძესთან კონსულტაციის შემდეგ პირველი რასაც გააკეთებს ეს იქნება გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნა.
„სწორედ ამ საკითხზე უკვე ღიად ვითხოვთ პასუხს იმ კითხვეზე რაც ჩვენ გვაქვს, მივმართავთ წერილობითაც. არ მგონია ზეპირსიტყვიერი შეხვედრა შედეგის მომტანი იყოს, მივმართვათ წერილობითად და იმედი მაქვს შეხვედრაც შედგება“, - ეუბნება ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლებას.
ირაკლი შოთაძე 2018 წელს მთავარი პროკურორის პოსტიდან სწორედ, ხორავას ქუჩის საქმის გამო გადადგა.
დღეს, 11 იანვარს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა 2017 წელს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს.
ასევე ნახეთ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯამენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით სასამართლოს გადაწყეტილებას გაასაჩივრებენ.
გიორგი მენაბდე, დავით სარალიძის მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ 2021 წლის, 15 აპრილს დააკავეს. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში ის, წლების განმავლობაში, მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობდა. 2021 წლის 16 აპრილს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 109 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ დეტალები გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ - ვინ მოკლა დავით სარალიძე?2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. სარალიძე 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.
ასევე ნახეთ ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოსამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.
ასევე ნახეთ "ხორავას ქუჩის საქმე": დეტალები კალანდიას განაჩენის გარშემო2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
ყველაფერი ხორავას ქუჩის საქმეზე ნახეთ აქ