ოკუპირებული ცხინვალის ქუჩები ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. დე ფაქტო რესპუბლიკის ეკლესიებში საშობაო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით მილიციამ და სპეცდანიშნულების მობილურმა რაზმმა ეკლესიებთან მისასვლელი ქუჩები, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩაკეტა, - იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„საშობაო წირვა-ლოცვასთან დაკავშირებით, 6 იანვარს 20.00 საათზე (მოსკოვის დროით) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეზღუდავენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას ჯიოევის გამზირზე, ხარებოვისა და ტაბოლოვის ქუჩების კვეთაზე, ასევე გადაკეტევენ საკათედრო მოედანს, ოსეტინსკაიას, სომხეთისა და ნაბერეჟნაიას ქუჩებს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მილიციის და სპეცდანიშნულების მობილურმა რაზმის დანაყოფები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ყოვლადწმიდა სამების და ღვთისმშობლის ეკლესიებში მართლმადიდებლური სადღესასწაულო ლიტურგიის დროს. ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალური ტექნიკით და ლითონის დეტექტორებით უკვე შეამოწმეს.