საქართველოში დადასტურებულია "ომიკრონის" კიდევ 176 შემთხვევა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 6 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, 5 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 335 შემთხვევა.

4 იანვრის მდგომარეობით, „ომიკრონით“ ინფიცირებული იყო 159. შესაბამისად, ერთ დღეში გამოვლენილია 176 ახალი შემთხვევა.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ასევე ნახეთ გამყრელიძე ვარაუდობს იანვრის განმავლობაში „ომიკრონის“ შემთხვევების სერიოზულ ზრდას

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.