ყახაზეთში გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომა მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.
საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყებოდა, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა.
ასევე ნახეთ ყაზახეთში პოლიციამ დემონსტრანტებს ხმოვანი ყუმბარები ესროლა, პრეზიდენტი გაფრთხილებას ავრცელებს4 იანვარს, დემონსტრანტებმა სცადეს იერიში ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმათის(ყოფილი ალმა-ათა) მერიის შენობაზე. შსს-ს ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და 200-მდე ადამიანი დააკავეს.
გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.