2021 წლის 19 მარტს სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი, 88 წლის დათა ვანიშვილი.
დათა ვანიშვილი ოკუპაციისა შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია.
ასევე ნახეთ ვინც 2021 წელს დაგვტოვა