ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ წარმოადგინა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მისთვის იმუნიტეტის მინიჭებას სამართლებრივი დევნისგან. ამავე დროს, შესწორებები ეხება საპრეზიდენტო ვადებს და საკონსტიტუციო ძალაუფლების გადანაწილებას ისე, რომ ძლიერდება სრულიად ბელარუსის ხალხთა ასამბლეის როლი - მისი ერთგული პირების პერიოდული შეკრებისა, რომელსაც ამჟამად მოქმედი კანონებით მმართველი სტატუსი არ აქვს.
ლუკაშენკას თქმით, შესწორებები, რომლებიც პირველად 27 დეკემბერს სახელმწიფო სააგენტო BelTA-სთვის მიწოდებულ ანგარიშში წარმოადგინეს, 2022 წლის თებერვალში გავა რეფერენდუმზე. ლუკაშენკას ოპონენტები კონსტიტუციის გადაწერის ამ მცდელობას მიიჩნევენ ლუკაშენკას ძალისხმევად, შეინარჩუნოს ძალაუფლება მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარყო მისი გამარჯვება 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და კენჭისყრა გაყალბებულად გამოაცხადა.
შესწორებებით იკრძალება პრეზიდენტად არჩევა პირის, რომელმაც ქვეყანა დროებით დატოვა - როგორც მიიჩნევენ, ეს ცვლილება პირდაპირ ეხებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ბელარუსიდან წავიდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების გამო, სახელმწიფო უშიშროების აპარატის მხრიდან ოპონენტებზე მზარდი ზეწოლის პირობებში.