რამზან კადიროვის თქმით, ის მზადაა გადაწყვიტოს უკრაინის მიერთების საკითხი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა „გადაწყვიტოს“ რუსეთისთვის ან ჩეჩნეთისთვის უკრაინის „მიერთების“ საკითხი. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ეს განცხადება მან გროზნოში გააკეთა 26 დეკემბერს.

„უკრაინა ჩვენს ქვეყანას უნდა მიუერთდეს, ეს ჩვენი ტერიტორიაა,“ თქვა კადიროვმა და დასძინა, რომ მისთვის რომ „ამ საკითხის მოგვარება“ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გააკეთებდა ამას. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მას ამაში ხელს უშლის „სახელმწიფო ხელშეკრულებები“.

კადიროვის ამ განცხადების ფონია გამწვავებული ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში. დასავლეთის სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას ამზადებს. კრემლი უარყოფს ომისთვის მზადებას.