რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა წარმატებით გამოცადა სუპერზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რასაც რუსეთის ლიდერმა უწოდა „დიდი მოვლენა“ ქვეყნის ცხოვრებაში და არსებითი ნაბიჯი რუსეთის უსაფრთხოების ამაღლების საქმეში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ცირკონის“ პირველი სტარტი ატომური წყალქვეშა ნავ „სევეროდვინსკიდან“ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა.
შემუშავების პროცესში მყოფი შეიარაღების ახალი სისტემის შესახებ პუტინმა არჩევნების წინ, 2018 წლის 1 მარტს ფედერალური კრების წინაშე ყოველთვიური მიმართვის დროს ისაუბრა. ხოლო მომდევნო წელს მან მოსახლეობას უპატაკა ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ შექმნის შესახებ, რომელსაც პუტინის თქმით, 1000 კილომეტრზე უფრო შორ მანძილზე შეუძლია მიზნის განადგურება.
იარაღის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ამ პარამეტრების გამო, „ცირკონი“ მიუწვდომელია საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.