თბილისში ორსული ცოლის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს თბილისში, ვარკეთილში „სასტიკი მკვლელობის ფაქტი“.

წინასწარი ინფორმაციით, 23 წლის ორსული ქალი რამდენიმე ჭრილობის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით (რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) დააკავა გარდაცვლილი ქალის ქმარი.