საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" გავრცელებით გამოწვეული რისკების გამო, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებისთვის "უქმე დღეები" ცხადდება. გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ 1-დან 10 იანვრამდე საჯარო სამსახურში "უქმე დღეები" იქნება.
"ომიკრონის" გავრცელებით გამოწვეული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია დამატებითი შემსუბუქების ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ღამის კლუბების გახსნა", - თქვა ღიბრაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო დაწესებულებებზე, თუმცა მათაც შეუძლიათ "უქმე დღეების" გამოცხადება.
ასევე ნახეთ საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევა დადასტურდა2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 916 477 შემთხვევა. მათგან 869 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.