თბილისში გაიმართება საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

ასევე ნახეთ თურქეთს იმედი აქვს, რომ საქართველო შეუერთდება 3+3 ფორმატს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში, ბოლოს 2021 წლის სექტემბერში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.