ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე შეაფასებს;
განვლილი, აგრეთვე მომავალი სეზონის პერსპექტივებზე საუბრობს ვეტერანი მოფარიკავე და მწვრთნელი დავით სახვაძე;
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გადასასვლელ მატჩებს მიმოიხილავს გია ცანავა და შემდეგ რადიომსმენელები მოისმენენ ცნობილი ფეხბურთელის, ქუთაისელი ტორპედოელის ჯუმბერ ხაჟალიას 2020 წლის ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც ახლაც აქტუალურია.
Your browser doesn’t support HTML5