როგორ აღიქვა ვაშინგტონმა კრემლის შეთავაზება ნატოს გაფართოების წინააღმდეგ?
ვაშინგტონში პასუხობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ შეთანხმების პროექტს, რომლის მიხედვითაც მოსკოვს სურს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე.
აშშ-ის გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ მოსკოვმა აჩვენა, რომ უკრაინაში ომის დასაწყებად საბაბს ეძებს. სენატორმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერებს, რომ უარყონ რუსეთის მოთხოვნები, თუმცა რიში აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი შეეცდება ეს უარი სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენოს.
18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი კი ამბობს, რომ რუსეთის შეთავაზებას რიგი პუნქტები აკლია, მათ შორის, მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანის ვალდებულება.
ასევე ნახეთ რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვას ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღებაორშაბათიდან პრეზიდენტი პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციასთან ამ კვრიდან დაიწყება. საუბარია პროცესზე, რომელიც „შერიგების“ სახელწოდებით პრეზიდენტმა დეკემბერში წამოჭრა.
ოპოზიცია შეხვედრებზე თანახმაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებზე აუცილებლად დააყენებენ პოლარიზაციის შემცირების, ოპონენტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, სამართლიანი სასამართლოსა და საარჩევნო გარემოს საკითხებს.
პირველი არაფორმალური შეკრება პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ორბელიანის სასახლეში წინა კვირაში შედგა. მიღებაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და ის უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე.
"ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული, რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე შეძლოს გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
„რუსთავი 2“ გენერალ გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავების შესახებ იუწყება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 19 დეკემბერს გაავრცელა ცნობა,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავების შესახებ.
რა გახდა მისი დაკავების მიზეზი ან წინაპირობა, უცნობია. გენერალი გიორგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა.
ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, გენერალ გიორგი კალანდაძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში ბრალი წაუყენა უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.
ნიდერლანდში „ომიკრონის“ გავრცელების გამო მკაცრი „ლოქდაუნი“ იქნა შემოღებული
ნიდერლანდში კვირიდან ძალაში შევიდა საყოველთაო "ლოქდაუნი" კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო სწრაფად გადამდები შტამის, „ომიკრონის“, სწრაფი გავრცელების გამო.
19 დეკემბრიდან ნიდერლანდში დაიკეტება ყველაფერი, გარდა სასურსათო და პირველადი საჭიროების საქონლით მოვაჭრე მაღაზიებისა. სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ სწავლის დისტანციურ ფორმაზე. საერთო-ეროვნული მკაცრი კარანტინი ნიდერლანდში 14 იანვრამდე გასტანს.
ხელისუფლებამ მოქალაქეებს სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან შეხვედრების მხრივაც დაუწესა შეზღუდვები. კერძოდ ნებადართულია ერთ დღეში მხოლოდ ორი სტუმრის მიღება, საშობაო ღამეს და ახალ წელს შესაძლოა სტუმრების რიცხვი 4-მდე გაიზარდოს. ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებისთვის „გარდაუვალი“ იყო "ომიკრონის" გავრცელების გამო.
უკრაინის ქალაქი, სადაც დაიბადა „მაზოხიზმი“
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის ნაწარმოებებმა მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, მაგრამ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც ის დაიბადა, მაზოხი დიდად აღიარებული არ არის.
ლვოვის კაფე „მაზოხში“ შემთხვევით შესული ტურისტი შებინდებისას შეიძლება შოკში ჩავარდეს. აქ არცთუ იშვიათად ოფიციანტები კლიენტებს ტყავის მათრახებით სცემენ.
კაფეს სახელი ლვოვში დაბადებული ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის პატივსაცემად ჰქვია, რომელმაც მსოფლიოს კულტურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. თითქმის ყველა ძირითადი ენა იყენებს სიტყვას „მაზოხიზმი“, ისეთი ადამიანის აღსაწერად, ვინც სიამოვნებას საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებით იღებს. მაზოხის წიგნი „ვენერა ქურქში“ შთაგონების წყარო გახდა Velvet Underground-ის იმავე სახელწოდების სიმღერისთვის. ასევე ამ წიგნს მოჰყვა დადგმა ბროდვეიზე და რომან პოლანსკის ფილმი. მაგრამ დასავლეთ უკრაინის ქალაქში, სადაც მაზოხი დაიბადა და ადრეული სიყმაწვილის წლები გაატარა, მას ამ კაფეშიც ძლივს აღიარებენ.
გალინა გრინიკი, ლვოვის ტურიზმის ოფისის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მაზოხის პოპულარიზებასთან დაკავშირებით ქალაქს არანაირი გეგმა არა აქვს. ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ მწერალი ლვოვიდან იყო, ამიტომ მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ტური არ გაუკეთებიათ.
მას შემდეგ, რაც თბილისში გაიმართა საკმაოდ ხალხმრავალი აქცია კოვიდპასპორტების წინააღმდეგ, ქართული მედია არჩევანის წინაშე დადგა - უნდა გაეშუქებინა თუ არა ეს ფაქტი და დაეთმო ეთერი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისთვის? კოვიდი და მედია რთული თემაა, პანდემიის და ვაქცინაციის გაშუქების ფორმებთან დაკავშირებით უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს. ჩვენ მოვისმენთ ერთ-ერთს - "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, ნინო თარხნიშვილის პოზიციას.