ქანდაკებასთან დამონტაჟებული კოდის დასკანერების ან აკრეფისას ტელეფონი დაგირეკავთ - საკმარისია მწვანე ღილაკზე თითის დაჭერა და ქანდაკება თავის 3 წუთიან მონოლოგს დაიწყებს.
სულ თბილისში ამ ეტაპზე რვა ქანდაკება ალაპარაკდა.
თბილისამდე, ცნობილი ქანდაკებები მსოფლიოს 12-მდე დიდ ქალაქში აალაპარაკეს. თბილისში კი ამ იდეის გაცოცხლება თეა გოგოლაძე-ვულფს ეკუთვნის, რომლის გაკეთებულია თბილისის ქანდაკებების გზამკვლევი და არტ-ვიდეოების სერია ქართველ მოქანდაკეებზე.
„მოლაპარაკე ქანდაკებების“ პროექტი თბილისი - UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში განხორციელდა.