„ბოდიში, მაგრამ ვერ ვხვდები, გვერდით გასვლა და ბავშვის ისე დაპურება, რატომაა პრობლემა. ძაან ძველმოდური ვარ?“; „არაა ლამაზი, სადაც ზიხარ, იქ გადმოალაგო და აჭამო ბავშვს. რა პრობლემაა გვერდზე გასვლა, გეზარებათ?“; „მე ეს თემა მაგრად მაღიზიანებს. არასწორია და არაჰიგიენური, განსაკუთრებით, საზოგადოებაში“, „მე ვერასდროს გავაკეთებდი ამას და არც გამიკეთებია“; „ბარემ გარშემომყოფებიც გამოკვებეთ, იქნებ მათაც შიათ?“... სოციალურ ქსელში, ჩვილების ძუძუთი კვების ამსახველი ფოტოების თუ ვიდეოების გამოქვეყნებას, ხშირად მოჰყვება ხოლმე ამ ტიპის კომენტარები. მსგავსი გზავნილები მხოლოდ სოციალურ ქსელში არ გვხდება. შესაძლოა, კომენტარები, რომლებიც საჯარო სივრცეში ძუძუთი კვების სტიგმას აძლიერებს, ტელევიზიიდანაც მოისმინონ ქალებმა. რას ყვებიან დედები, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, მუშაობენ და ხშირად ბავშვების გამოკვება საჯარო სივრცეში, შეხვედრებსა თუ პარკებში უწევთ?
„არაა ლამაზი, სადაც ზიხარ, იქ გადმოალაგო და აჭამო ბავშვს“ - ძუძუთი კვება საჯარო სივრცეში
Your browser doesn’t support HTML5
„ბოდიში, მაგრამ ვერ ვხვდები, გვერდით გასვლა და ბავშვის ისე დაპურება, რატომაა პრობლემა. ძაან ძველმოდური ვარ?“; „არაა ლამაზი, სადაც ზიხარ, იქ გადმოალაგო და აჭამო ბავშვს.