"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას ეს დოკუმენტები, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის ნერვების მკურნალობა, რომელიც განვითარდა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ. ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ რომ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რაც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს", - თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე.
ასევე ნახეთ პროკურორი: 114 000 ლარი გადახდილია სააკაშვილისა და უგულავას გასახდომ პროცედურაში. რა წერია დოკუმენტებშიმისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ამავე სხდომაზე თქვა, რომ პრეზიდენტის მკურნალობის ხარჯების დაფარვა მისი პრეზიდენტობისას გასაკვირი არ არის და ის სამედიცინო პროცედურებს სრულად თავისი 2 800 ლარიანი ხელფასით ვერ ჩაიტარებდა. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მისი შვილის სწავლის დაფინანსების ხარჯებზეც და თქვა, რომ "არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს."
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი შვილი, განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანია და ასევე აღნიშნა, რომ ამაყობს ქართველი სტუდენტებისთვის გახსნილი შესაძლებლობით, ესწავლათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები, ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება, სადაც იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი და რამდენი ადამიანია, რომელსაც დღეგამოშვებით, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, არის „ბიბისიზე“, „სიენენზე“ და სხვა ძირითად ტელესადგურებზე.
ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, იმ პირობებში როდესაც ჩამოგვყავდა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლების საშუალება, არამედ ყველა ადამიანის შვილს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა, ყველაზე შორეულ სოფელშიც და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. დიახაც, მე ვამაყობ, რომ ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი, თუ ვინმე ამას უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ოროსანია ზოგიერთებივით, ეს თქვენი შეფასების თემაა. მეგობრებო, ყველას კარგად გესმით, რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებთ?თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განახლდა მის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, მე ვარ პოლიტიკური ლიდერი და არ მაქვს ამდენი დრო