ლარი დოლართან 0,14 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 0,34-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

22 ნოემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,14 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1134 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0,34 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,5135 ლარი გახდა.

ასევე, ლარი 0,11 თეთრით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებით. შედეგად ერთი თურქული ლირის ღირებულება 27,83 თეთრი გახდა.

ლარის ხვალინდელი ოფიციალური კურსი:

  • $1 - 3,1134 ლარი;
  • €1 - 3,5135 ლარი;
  • ₺1 - 0,2783 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსი ძალაში შევა ხვალიდან, 23 ნოემბრიდან.