"ალტ-ინფოს" ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა"
Your browser doesn’t support HTML5
"ალტ-ინფოს" ჯგუფის ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" იწყებს აქტიურობას რუსეთთან თანამშრომლობისთვის. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა. "ალტ-ინფოს" ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევიან, ორგანიზება გაუკეთეს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს, როდესაც ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი.