საქართველოს ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა.
ეს ის კლინიკაა, რომელში გადაყვანაზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წინასწარ თქვა უარი.
"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელი იქნება სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს და არ გაიმართოს აქციები გორის ჰოსპიტალთან.
მასალა არქვიდიან გვარამია: სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი პირობა შესრულდებამიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
დღეს, 19 ნოემბერს სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეა.