სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები აპირებენ შევიდნენ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. განცხადებას წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დასრულებისას გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ფაქტს ადასტურებს პენიტენციური სისტემის ექიმიც, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან და თქვა, რომ "აბსოლუტურად სტაბილურია პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა". სახალხო დამცველის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი აქვთ კონსილიუმის წევრ ექიმებსაც.
კონსილიუმის წევრ ექიმებთან შეხვედრა იმართება ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა.
ასევე ნახეთ ვის ხელშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა? - რაც ვიცით