გერმანიამ შეაჩერა რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი, ვიდრე მთავარი ოპერატორი, გაზსადენის გერმანიის განშტოების მართვის მიზნით, შვილობილ კომპანიას არ დააფუძნებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპერატორი გერმანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს თავის საორგანიზაციო-სამართლებრივ სტატუსს“, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს განცხადებაში.

ამგვარად სერტიფიკაციის პროცესი შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება ძირითადი აქტივების გადაცემა შვილობილი კომპანიისთვის და რეგულატორი არ შეისწავლის ყველა დოკუმენტს.

კომპანია Nord Stream 2 AG-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ეთანხმებიან ამ მოთხოვნას და მიმართავენ ზომებს, მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ რა ვადები დასჭირდება ამ პროცედურას და რა გავლენას იქონიებს იგი თავად გაზსადენის ამოქმედებაზე.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა, პოლიტიკურ ბრძოლის საგნად იქცა. აშშ-ი, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტუმენტად იქცევა.