ახალი კოროვირუსის ინფექციის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის 2000 დოზა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ჩაიტანეს. დე ფატო სამედიცინო ცენტრებს და ამცრელ კაბინეტებს ვაქცინა უკვე გადაეცა.
როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრმა სოსლან ნანიევმა, ოსურ მედიასთან აღნიშნა, რესპუბლიკამ მიიღო Sputnik-V ვაქცინის პარტია 500 დოზის რაოდენობით და ასევე Sputnik-Light" -ის 1500 დოზა.
„მოსახლეობას მოვუწოდებ, გაიკეთონ აცრები, გთხოვთ მობრძანდეთ. ყოველდღე დილის 10:00 საათიდან სამედიცინო ცენტრის პოლიკლინიკის ვაქცინაციის კაბინეტში", - მიმართა ნანიევმა თანამოქალაქეებს.
რუსული ვაქცინის პირველი პარტია 2000 დოზის ოდენობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის აპრილში ჩაიტანეს, აქედან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.
ვაქცინის პირველი პარტიის თითქმის ნახევარს ვადა გაუვიდა და გამოუსადეგარი გახდა. ცხინვალში ვაქცინის მეორე პარტიის ჩატანისთანავე დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი სოსლან ნანიევი საჯაროდ აიცრა.