ამნესტი ინტერნეიშენალი სააკაშვილზე: არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი ტვიტერზე ეხმიანება საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს:

"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება".