1990-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი) გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს.
„როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწვავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:
ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ გოგი ხოშტარიას მიმართვაში.
გოგი ხოშტარიას შვილი, პარტია „დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს. ის მოითხოვს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია: მე ვაპირებ გამარჯვებას8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.