Georgian Liberty - მოზარდების შექმნილი საიტი ოკუპაციაზე

Your browser doesn’t support HTML5

სამმა 15 წლის ტინეიჯერმა - ნიკოლოზ სირბილაძემ, გიორგი კახიანმა და ნიკოლოზ ხაბელაშვილმა საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციისა და ბოლო წლების კონფლიქტების შესახებ ორენოვანი საიტი, Georgian Liberty-ის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ თემებზე ინფორმაციის მოძიება დასჭირდათ:

რატომ არის საქართველოს 20 % ოკუპირებული რუსეთის მიერ? როდის და როგორ დაიწყო ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? დღეს რა ვითარებაა? ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვა იყო, რომლებზედაც მარტივი და სწორი პასუხების მოძიება სჭირდებოდათ, მაგრამ უცებ აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა, ვიკიპედიის იმედად დარჩენილიყვნენ.

ინფორმაცია, რომელიც მათ მოაგროვეს, გაფანტული და უსისტემო იყო, თან ბევრი. ბიჭები მიხვდნენ, რომ მათი თანატოლების უმრავლესობას ასე მიწოდებული ცნობების წაკითხვა ძალიან დაეზარებოდათ და ახალი, სწორედ მათ თანატოლებზე მორგებული პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს - ამისათვის დაიხმარეს ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები და თავად კონფლიქტის მონაწილეებიც.

საიტის პირველი ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მასზე მუშაობას ბიჭები ისევ აგრძელებენ და ძალიან უნდათ, რომ საქართველოს მასშტაბსაც გასცდნენ.