კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის რეჟისორი, ერმალო მაღრაძე, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს.
როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება კლინიკის მორიგე ექიმი, რეჟისორს ფილტვები აქვს დაზიანებული, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და უტარდება ყველა შესაბამისი კვლევა და მკურნალობა.
ერმალო მაღრაძე და მისი მეუღლე, მანანა ხიდაშელი კლინიკა „ბომონდში“ 4 ნოემბერს შეიყვანეს.
79 წლის რეჟისორის ფილმები, „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიპსი არ იქნება“, „თეა“ ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.