ცესკოს 00.00 მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დაწინაურდა წალენჯიხის მერის არჩევნებში.
წალენჯიხაში დათვლილია საარჩევნო უბნების 35,5%.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ მიიღო ხმების 54,4%, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი — 45.6%.
არჩევნების პირველ ტურში წალენჯიხაში ენმ-ის კანდიდატმა გაიმარჯვა 39,6%-ით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა კი მიიღო 38,2%, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსათვის“ წარმომადგებელმა, ხვიჩა მებონიამ - 19%.