"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ამ ქალაქში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იქ შეძლო ფულით, დაშინებითა და გაყალებებით სხვა შედეგების მიღება.
"სამწუხაროდ თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი ხმა იყო და თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული [გაყალბების]... მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომელის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო... სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა თავისი სახე, მე ვსაუბრობ ფოთზე, მე არ მაქვს სხვა ქალაქის მონაცემები. მაგრამ ფაქტია, რომ არნახული ფულით, ძალადობით და გაყალბებით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგების დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დამახინჯებას", - თქვა უგულავამ.
ის ამბობს, რომ შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა არ აქვს იმედი.
ამ დროის მონაცემებით [00:35] ფოთში 33 უბნიდან 20 დათვლილია (60,6%). ცესკოს მონაცემებით, გიგი უგულავას ხმების 43 პროცენტი აქვს მიღებული, მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" ბექა ვაჭარაძეს კი 57%.