"იმედის" ეგზიტპოლით 4 თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნება" იგებს - 18:00 სთ

ტელეკომპანია "იმედის" ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ოთხ თვითმმართველ ქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატების იგებენ. მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

თბილისი:

  • ნიკა მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 42,8%;
  • კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - 57,2%.

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 46,2%;
  • ნინო ლაცაბიძე ("ქართული ოცნება") - 53,8%.

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 49,2%.
  • არჩილ ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 50,8%.

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 48,1%;
  • იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება")​ - 51,9%.
ასევე ნახეთ "მთავარის" ეგზიტპოლით ოპოციზია იგებს თბილისსა და ოთხ დიდ ქალაქში - 18:00 საათის მონაცემები

ეგზიტპოლი "იმედის" დაკვეთით "გორბმა" ჩაატარა. "იმედის" ინფორმაციით, თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი ყველა ქალაქში 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2,5%-ს. 18:00 საათის მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.