თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამომრჩეველს მადლობას უხდის 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემისთვის. მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ აქციაზე თქვა, რომ "ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება".
"თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, 30 ოქტომბერს, მეორე ტურში "ქუდზე კაცი უნდა მივიდეს", რათა წერტილი დაუსვან "ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში".
"30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში", - თქვა მან.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 2012-ში ივანიშვილის ლიდერობით ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ ანტიეკლესიური ძალა ასევე ნახეთ წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხიდან, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც არ უნდიხარდღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.