საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4762 ადამიანს

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 9800-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 48 090 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4 762 შემთხვევა. 3 953-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

26 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.9%;
  • ბოლო 7 დღის - 8.97%;
  • ბოლო 14 დღის - 9.05%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 698 944 შემთხვევა. მათგან 639 564 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 831 ადამიანი.