ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს COVID-19-ით კიდევ 5 ადამიანის გარდაცვალება

ფოტო არქივიდან: რუსული საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 683 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 202 შემთხვევა დაადასტურა.

ამავე შტაბის თანახმად, გასულ ორ დღეში COVID-19-ით გარდაიცვალა 5 პაციენტი - 4 გუდაუთის საავადმყოფოში და 1 სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 30 924 და გარდაცვალების 447 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.