კელი დეგნანი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მნიშნელოვანია არჩევნების მეორე ტურის მშვიდ გარემოში ჩატარება, სადაც ამომრჩეველს საშუალება ექნება, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს მისი შესაფასებელი არა რის, თუმცა იცის, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ფოკუსირებულია მის მდგომარეობაზე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვაშინგტონიც ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას.

„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები მიწვდნენ ამომრჩევლებს თავიანთი კამპანიით, საკითხებით, პლატფორმებით... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა მშვიდი იყოს და სწორი, ხელისშემწყობი გარემო არსებობდეს კარგი მეორე ტურისთვის“ - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში და დასძინა, რომ საზოგადოება უსაფრთხოდ უნდა მიიჩნევდეს თავს ხმის მიცემისას და უნდა გრძნობდნენ, რომ საშუალება აქვთ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

„აქცენტი უნდა იყოს საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ურთიერთთავდასხმებზე“ - განაცხადა კელი დეგნანმა.