სხვისი ხელებით

Your browser doesn’t support HTML5

9 წლის ასაკში გიორგი ხიზანიშვილმა ორივე ხელი დაკარგა. დღეს 26 წლისაა. ორ სამსახურში მუშაობს - მუზეუმში ექსკურსია-მძღოლად და არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირების უფლებებს იცავს. ერთი თვის წინ გიორგი ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ყველა მისი წარმატების უკან, როგორც თვითონვე ამბობს, ერთი ადამიანი დგას - დედა.