ომბუდსმენმა რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად 2 პატიმრის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყოს რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი პატიმრის გარემოებები შესწავლა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ პენიტენციურ დაწესებულებაშიც შევლენ.

ასევე ნახეთ რუსთავი ციხეში გაჩენილმა ხანძარმა 2 პატიმარი იმსხვერპლა

დღეს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროშიც, რომელის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.

ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი - ეს იყო დაკვამლიანება თუ ხანძრით მიყენებული დამწვრობა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.