რუსთავის შესასვლელთან, საიდანაც მოქალაქეები ავტომობილებით მიდიან დღეს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, დაპირისპირებაა. ცოცხებით შეიარაღებული მოქალაქეები თავს ესხმიან ავტომობილებს დროშებით. ადგილზე არის პოლიცია, რომელიც ცდილობს თავდამსხმელების გაყვანას საავტომობილო ზოლიდან, მაგრამ მათ არ აკავებს.
დღეს საღამოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები მასშტაბურ აქციას გეგმავენ, რომელში მონაწილეობისთვისაც დილიდან რეგიონებიდან ავტომობილებით მოდის მოსახლეობა. მათ გზად ხვდებიან ადამიანები ცოცხებით, რომელთა მიზანიც აქციაზე მიმავალთათვის "ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების გახსენებაა".