რა შემთხვევაშია შესაძლებელი 12 წლიდან ბავშვების აცრა? - ახალი ბრძანება კოვიდვაქცინაციაზე

საქართველოში უკვე იწყება 12 წელს მიღწეული ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, ოღონდ კონკრეტულ შემთხვევებში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ახალ ბრძანებაში დაკონკრეტებულია. ბრძანება 11 ოქტომბრით თარიღდება და უკვე მოქმედია.

12 წლიდან ბავშვების აცრა Pfizer-ის წარმოებული ვაქცინით დასაშვებია ორ შემთხვევაში:

  • ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის;
  • ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ეს უკავშირდება მოგზაურობას, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ წასასვლელად საჭიროა ვაქცინაციას.
ასევე ნახეთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საქართველოში ვაქცინაცია რვა მისამართზე არის შესაძლებელი 

12 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთ წევრს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ჰკითხეს, საზღვარგარეთ მოგზაურობის დამდასტურებელი ბილეთი ან ბილეთის ჯავშანი ხომ არ იქნება ვაქცინაციის პროცესში "ხვრელი" და კანონის გვერდის ავლით ხომ არ აიცრებიან მოქალაქეები, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ყველგანაა.

საქართველო ამ დრომდე უშვებს მხოლოდ 16 წელს მიღწეული პირების ვაქცინაციას. მშობლების ნაწილი ამ დრომდე ითხოვს ვაქცინაციის ასაკის შემცირებას.