რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ შეეცდება შვილი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნოს. ის აპირებს, რომ შვილი ორშაბათ დილით მოინახულოს, თუ ამის უფლება მისცეს.

გიული ალასანია

"მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რაც ტელევიზიით გაჟღერდა. თუმცა, შიმშილობის ყოველი საათი მის ჯანმრთელობას ასუსტებს. შიმშილობის დაუსრულებლად გაგრძელება არ შეიძლება, რაღაც სხვა გზები უნდა მოიძებნოს." - განაცხადა გიული ალასანიამ.

რუსთავის ციხესთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დღეს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. დღესვე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე.

ასევე ნახეთ ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა "თავისუფლება მიშას".

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის