სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97; გლუკოზა - 101mg/dl.
როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ,“ ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდადღეს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ასეთ დასკვნამდე ექიმი მივიდა მას შემდეგ რაც მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია", რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.