ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

ცენტრალური ავტომაგისტრალის შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და სამი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კოლონის ერთ-ერთი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.