ბათუმში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან გადმოასვენეს ხუთი ცხედარი, მათ შორის ორი - ბავშვის. ცოცხალი ამოიყვანეს ორი ადამიანი, თუმცა მათგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. უცნობია რამდენი კაცია დარჩენილი ნანგრევებში. შვიდსართულიანი კორპუსი ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.