სპორტული მიმოხილვა: ტრადიციებზე ფიქრით...

ბათუმის სტადიონი

ესპანეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე; ფინეთში ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე და ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე;

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლაზე ოსლოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლეს;

შაბათს 9 ოქტომბერს ბათუმში საქართველოსა და საბერძნეთის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩია, რომლის სრულყოფილად ჩასატარებლად ემზადებიან: ქალაქი, სტადიონი, მედიცინის მუშაკები, გულშემატკივრები - ბათუმიდან გადმოგვცემს ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა.

Your browser doesn’t support HTML5

სპორტული მიმოხილვა