ბათუმში, ნანგრევებიდან ერთ-ერთი პირველი ამოყვანილი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მანქანაშივე დამძიმდა:
"ძირითადი დიაგნოზია ქრონიკული ზეწოლის სინდრომი. [ჰოსპიტალში შეყვანისას] აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაბეჟილობა და სისხლდენა, ჩატარდა კვლევა და მკურნალობა შესაბამისი მკურნალობით რეანიმაციულ განყოფილებაში. მიუხედავად გატარებული ყველა ზომისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - აცხადებს ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი თამარ მხატვარი.
ინგა მეკეიძესთან ერთად ნანგრევებში მოყვნენ მისი შვილები, ორი ბავშვი, რომელთა ცხედრებიც მოგვიანებით იპოვეს.
ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირის მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
ასევე ნახეთ
შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავაბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსაათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 5 გარდაცვლილი, მათ შორის - ორი ბავშვი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანია დანგრეული შენობის ქვეშ მოყოლილი.
ასევე ნახეთ
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს