ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.
ასევე ნახეთ ბათუმში ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვესბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.
ასევე ნახეთ ექიმის შეფასებით, ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეაროგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.
ასევე ნახეთ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს9 ოქტომბრის დილის 3 საათისა და 40 წუთისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, მათგან ერთი ბავშვის.