ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტის შესახებ მედცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ ისაუბრა.
"შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრავმული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭის ღია მოტეხილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება და მიმდინარეობს საჭირო კვლევები", - თქვა კლინიკის დირექტორმა.
ასევე ნახეთ ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანესთითქმის 11-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მეორეა, ვინც მაშველებმა გადაარჩინეს. დაახლოებით ორი საათის წინ ნანგრევებიდან ამოიყვანეს კიდევ ერთი ადამიანი, 35 წლის ქალი, რომლის მგომარეობაც მძიმეა.
ასევე ნახეთ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანესმაშველები ისევ განაგრძობენ მუშაობას ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღუს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.
როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.